logo
ENG



2 წყარო მყავს, გვარამია და ჩემი დაცვა, კითხვებიც ამაზე იყო - გაბუნიას დაკითხვა დასრულდა 

19 ივნ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

 

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაკითხვა დასრულდა. გაბუნიას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობდა.

როგორც დაკითხვის შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, მას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2 წყაროსგან ჰქონდა მოპოვებული, კერძოდ კი ნიკა გვარამიასგან და მისი დაცვის წევრისგან.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. ეს ინფორმაცია მწირეა. ორი წყარო მყავდა - ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას შესაძლოა ჰქონოდა ადგილი და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს. რა ინფორმაცია მომაწოდა გვარამიამ, რა დეტალები იცოდა და საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. ასევე კითხვა იყო, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცველებისთვის ან სუს-სთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მე განვუმარტე, რომ ამის მცდელობა არ მქონია. პირველ რიგში ვენდობი ნიკა გვარამიას. არ უთქვამთ რა ტიპის მტკიცებულებები აქვთ გამოძიების შედეგად მოპოვებული. მეორე წყარო არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებენ. დიდი ალბათობით მასაც დაიბარებენ. დაახლოებით 2 თვეა ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვიყავი“, - განაცხადა გიორგი გაბუნია.

 


close დახურვა